ჩვენი ქვეყნის ტრადიცია არის ქალის პატივისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალზე პოლიტიკოსზე მიმდინარეობს თავდასხმა ყველაზე უღირსი ფორმებით იმიტომ, რომ ის არის ქალი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.
მისი თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას უნდა მიესალმებოდნენ ისინი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროევროპული და პროდასავლური ლიდერები.
„სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმიან უღირსი ფორმებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას უნდა მიესალმებოდნენ ისინი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროევროპული და პროდასავლური ლიდერები. ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური, სოციალურად ორიენტირებული და კარგად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაზე", განაცხადა კილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეყოლება პირველად ისტორიაში ქალი პრეზიდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.