2015-2016 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ახალი. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
"როგორც იცით, არის გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც სარგებლობს განათლების სამინისტრო. ის თვითონ ბეჭდავს სახელმძღვანელოებს, ხოლო არის არაგრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც ასევე სავალდებულო ლიტერატურას წარმოადგენს და მათი შეძენა პირდაპირ ხდება გამომცემლებიდან. ორივე წყაროდან შეძენილი თუ დაბეჭდილი სახელმძღვანელოები ჯამში, წელს, ღირებულების თვალსაზრისით იქნება დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე. აქედან დაახლოებით 4 მილიონი ლარი არის პირდაპირ შესყიდული გამომცემლებისგან, დანარჩენზე მიმდინარეობს ბეჭდვა, ხოლო ბეჭდვისთვის გამოცხადებულია ტენდერი", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე განცხადებით, გასულ წელს განათლების სამინისტროს ორივე ტიპის წიგნების დასაბეჭდად მთლიანად 13 მილიონი ლარი დასჭირდა. "შარშან დაიბეჭდა მთლიანი რაოდენობის 60%. წელს დაიბეჭდება 30%", - აღნიშნა სანიკიძემ და დაამატა, რომ ახალი წიგნების დაბეჭდვასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული სამშაბათს გახდება ცნობილი.
"ამ ეტაპზე დასრულებელია უკვე ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი ნაწილი ვარგისია. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2013-2014 წლებში გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავების უვნებლობის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულით შეფასდა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.