არჩილ თალაკვაძე: გრიგოლ ვაშაძეს 2009 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან
19-09-2018, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი გუნდის დიდი სურვილია, ევროპული ყაიდის კიდევ ერთი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, როცა ყველა კანდიდატს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თანაბრად მიუწვდება ხელი მედიაზე, თანაბარ პირობებში აყენებს ყველას ეს მედიაგარემო და როცა კანდიდატები პატივს სცემენ ერთმანეთს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

 


„ეს არის ჩვენი სურვილი და ამოცანა ამ არჩევნებში და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატი. როგორც ვხედავთ, ასეთი პირობებით, პირველ რიგში, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ". დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს მათთვის არჩევნები კი არ არის, არამედ ეს არის რევანში ნებისმიერ ფასად. ყოველდღე ვხედავთ, როგორ მუშაობს თქვენი სიცრუის მანქანა, თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც 2009 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს აკრიტიკებს რისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო. იგივეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი, რა აქვთ მაგათ მართლა სალაპარაკო სალომე ზურაბიშვილზე, რომლის უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა", მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი