„ომეგა ჯგუფის“, მედიისა და ბიზნესის დასაცავად ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა - დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა
19-09-2018, 20:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. განცხადება ჩხეიძემ დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ღია შეტევა მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფსა“ და „იბერიაზე“ მას თანაპარტიელები გვერდით არ დაუდგნენ. 

 

 

„ამავე ორ კვირაში გახმოვანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა - სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია „იბერია“. განსაცდელშია „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული 1500-მდე ადამიანი. დახურულია საწარმო. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც შეუერთდა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიებს თითქმის  მთელი სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა  „ომეგა ჯგუფისადმი“, მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია  ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად, გავდივარ პარტიიდან. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტში, დროის გარკვეულ მონაკვეთში მოინახება ერთი დეპუტატი, რათა „საქართველოს პატრიოტთა“ ფრაქციამ ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს საპარლამენტო საქმიანობა და იმ ერთმა დეპუტატმა ჩამანაცვლოს მე. მე კი სადეპუტატო მოვალეობების შესრულებას გავაგრძელებ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით“, განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი