სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებების მედიასაშუალებებით გაშუქებას ეხმაურება. პრეზიდენტობის კანდიდატმა „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება მისი მოსაზრებების უხეშ ინტერპრეტაციებს ტირაჟირებას უწევს.
„მინდა გამოვხატო მკაფიო პოზიცია ჩემი განცხადებების უხეშ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, რომელთა ტირაჟირებასაც ახდენს ზოგიერთი მედიასაშულება და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. უკვე საყოველთაოდ ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: 2008 წლის ომი, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ჩვენი დედა ეკლესიის როლი ქვეყანაში. ქართველი ხალხის წინსვლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი მედიის როლი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“, წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.