საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარე პარლამენტთან შეხვდრას, საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას და პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივი დარღვევის დადგენას ითხოვს
19-09-2018, 22:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ  სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა არხის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს 12 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერი წაშალა.

 

 

„ჩვენ ვაცნობიერებთ სიმძიმეს იმისა თუ რაც მოხდა და რისი მომსწრეებიც ჩვენ გავხდით და მიგვაჩნია, რომ ეს არის დაუშვებელი ქმედება სამეურვეო საბჭოს წევრის მიერ, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მოვალეობები აქვს და ასევე ვფიქრობთ, რომ პირველი ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, ჩვენი შეხვედრა პარლამენტთან, რათა მან უფრო მეტად გაარკვიოს თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ჩაერთოს ამ პროცესებში და აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ასევე, ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, მიაქციოს ყურადღება, ჩაერთოს პროცესში და დაადგინოს, იყო თუ არა სისხლის სამართლებრივი დარღვევა ამ კონკრეტულ ქმედებაში, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრმა ჩაიდინა და კიდევ ერთი ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის შემოსვლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რათა ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიყოთ გარკვეულები რა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმე“, განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი