პრეზიდენტობის 19-მა მსურველმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები არ წარადგინა. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. ასეთ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კინორეჟისორის გიორგი შენგელაიაც აღმოჩნდა. სიების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მხარდამჭერთა სიები კომისიაში შემდეგმა კანდიდატებმა არ წარადგინეს: გია ჩხიკვაძე, კობა ჯულაყიძე, გიორგი გახოკია, ნიკოლოზ ლეკიშვილი, დავით ამაშუკელი, თამაზ ბიბილური, ბონდო ბარათაშვილი, ელისო დონაძე, ვაჟა ჩხაიძე, ზაქარია როჭიკაშვილი, ზაურ მეკოკიშვილი, გიორგი შენგელაია, ბესიკ აფრაიძე, იოსებ ბიბილეიშვილი, იაკობ გრიგორიევი, ნინო ჯიქია, დენიზა სუმბაძე, მაია ნინუა, ივანე ნუგზარაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.