საქართველოს პრემიერ მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს
20-09-2018, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.

 


აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს, ასევე პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, სადაც პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა აქვთ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და მიესალმება საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას. NDI-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისია დააკვირდება. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეპერსონიფიკაციის მნიშვნელობაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.

 


პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას.

 


აღინიშნა, რომ გზავნილები, რომლებიც, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით გაჟღერდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს.

 


ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი