დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაიწმინდა შენობის დაჭაობებული საყრდენი კედელი, გამაგრდა საძირკველი, გაკეთდა წყალამრიდები და გადაიხურა შენობა.
პროექტი აგრეთვე, ითვალისწინებს გარე პერიმეტრის მოწესრიგებას და კულტურული ობიექტის - თეატრონის მოწყობას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2018 წლის ბოლოს.
მერიაში აცხადებენ, რომ პროექტით გათვალისწინებული მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს, სახალხო დღესასწაული ვაჟაობა არ ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.