ხორბლის გადამზიდავების მიერ გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრება.
ხორბლის გადამზიდავი, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, შენობის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა მინისტრი ადგილზე არ მივა, თავს დაიწვავს.
ლილოს ტერმინალში იმყოფებიან სამართალდამცველებიც, რომლებმაც პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
ხორბლის გადამზიდავები ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აღდგენის მოთხოვნით აქციებს მეოთხე დღეა მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.