დაბა ლენტეხში, ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მაჩუბი კეთდება. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

„მაჩუბი ძველი სვანური სახლის შემადგენელი ნაწილი იყო და წარმოადგენდა ოჯახის ზამთრის საცხოვრებელს, რომლის ცენტრშიც კერა იყო გამართული.

ზამთარში ოჯახთან ერთად, მაჩუბში, სპეციალურად მოწყობილ გომურში, საქონელიც იმყოფებოდა. მაჩუბის აღმოსავლეთ კუთხეში მიშენებული იყო ფიცრული მარანი, რომელშიც საარყე ჭურჭელს ინახავდნენ. მაჩუბი ორიგინალური ფიგურებით იყო მოჩუქურთმებული. ყველა სვანური ოჯახი ზამთარს აქ ატარებდა.

მუზეუმის შენობისთვის მაჩუბის მიშენება ძველი სვანური ტრადიციის გაცოცხლება იქნება, რაც მნიშვნელოვანია ამ მუზეუმის სტუმრებისთვის", უთხრეს GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.