თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ იამანიძემ, ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ბესიკ ცხადაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფ. ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტი - საავტომობილო გზის 3,5 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტით მოწყობის სამუშაოები, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „დაგის“ მიერ ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.