„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფიო ქაცარავა მიიჩნევს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ყველა საკითხი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკა არის სწორედ ის მიმართულებები, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი, როგორც რეგიონის სტაბილურობაში, ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებაში და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს როლის მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენას ემსახურება“, აცხადებს ქაცარავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.