„ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების სიების გაყალბებით წარმართვა არ გამოუვა, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
„სიების გაყალბება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ცხადია, დღეს, უწყებათაშორის კომისიაზე იგი ძალიან მკაცრად დადგება, შესაბამისი ახსნა-განმარტების მოთხოვნით. „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს პასუხი გასცეს არსებულ კითხვებს. ისინი ვერ ელევიან ჩვეულ მეთოდებს და ისევ ცდილობენ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პროცესების წარმართვას სიების გაყალბებით. დღეს ეს მათ არ გაუვათ", ამბობს მათიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.