შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ისტორიაში მის გარდა მხოლოდ ერთადერთმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა გააკეთა უფრო მეტი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ უფრო მეტი მოსამართლეებს წარვადგენთ, ვიდრე ეს წარუდგენია ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს ერთადერთი გამონაკლისის გარდა. იცით, ვინ არის ის ერთი?“ ჰკითხა ტრამპმა Hill.TV-ის ჟურნალისტს, რომელმაც მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. „ჯორჯ ვაშინგტონი“. ამის შემდეგ კი ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა ხუმრობით დაამატა: „მე მასზე მეტიც მეყოლება“, მაგრამ ვაშინგტონი იმარჯვებს.
„თქვენ იცით, რომ მე 145 მოსამართლე წარვადგინე, პლუს ორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე“, აღნიშნა ტრამპმა და დაამატა: „მე ხშირად ვამბობ, ‘ვის ჰყავს ყველაზე მეტი ფედერალური მოსამართლე დანიშნული’. მპასუხობენ, ‘შენო’. მე ვიტყოდი, რომ ‘არა’. ისინი ამბობდნენ, ჯორჯ ვაშინგტონს’... რადგან მან მოსამართლეების 100 პროცენტი დანიშნა“.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, ჯორჯ ვაშინგტონმა მთლიანად დააკომპლექტა უზენაესი სასამართლო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მან 38 ფედერალური მოსამართლე დანიშნა, მათ შორის 10 დანიშვნა უმაღლეს სასამართლოში განხორციელდა და ეს ის ეპოქაა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო სისტემა თავის ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა და ახლად იდგამდა ფეხს, წერს ამერიკული გამოცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.