ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები წლების განმავლობაში ეკლესიის მტრობით არიან დაკავებულნი ...სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება პატრიარქის გუშინდელი განცხადების პათოსს
20-09-2018, 16:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კონკორდატის შესრულებასთან დაკავშირებით.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება საპატრიარქოს თითოეულ განცხადებას, განსხვავებით მისი ოპონენტებისგან.

 

 

„იქ იყო საუბარი კონკრეტულ განცხადებებზე. ამაზე გაამახვილა ყურადღება ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებული გულისხმიერებით ვეკიდებით თითოეულ იმ განცხადებას და პოზიციას, რომელიც ჩვენ გვესმის საპატრიარქოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება და ერთ-ერთი, რაც განგვასხვავებს ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც დღეს მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას და ამით განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი ოპონენტებისგან. ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა და ჩვენი ოპონენტები არიან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან დაკავებულნი წლების განმავლობაში ეკლესიის მტრობით, დაპირისპირებით და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენი ხელწერა არის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ქმედება. იქაც იყო გამახვილებული ყურადღება კონკრეტულ განცხადებებზე, რომელიც არ ასახავს, რა თქმა უნდა, ეკლესიის პოზიციას და ეკლესიის დამოკიდებულებას არჩევნებისადმი. ეკლესიის დამოკიდებულება არჩევნებისადმი იყო სათანადოდ ასახული და ძალიან სწორად ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეს არის ჭეშმარიტება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი