„საქართველოში არავინ აღარ გაიფიქროს, ვაზის ქვეყანა გადააქციოს ნარკოტიკების ქვეყანად“ - გრიგოლ ვაშაძე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
20-09-2018, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

 

 

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც კანაფის კულტივირებას გულისხმობს, არა ექსპორტზე არამედ შიდა მოხმარებაზეა გათვლილი. ვაშაძის თქმით, უნდა აიკრძალოს საქართველოში ნარკოტიკების წარმოება და ნარკოტრაფიკი.

 

 

„ეს ცვლილება, რომ შევიდეს კონსტიტუციაში, ამისთვის საჭიროა 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, მე ვიწყებ ამ კამპანიას დღეიდან. ერთ წამში შევაგროვებ 200 ათას ხელმოწერას, პირობას გაძლევთ, შევიტანთ და მივაღწევთ იმას, რომ არასოდეს საქართველოში არავინ აღარ გაიფიქროს, ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანას და ნარკოტიკების ქვეყანად.

 

 

ამ სატყუარაზე, საქართველოს საზოგადოება, არც ერი და არც ბერი, რომელიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, არ წამოვეგებით. კატეგორიულად მოვითხოვთ ორ რამეს. პირველი, კანონპროექტი უპირობოდ იქნეს გამოტანილი პარლამენტიდან, უპირობოდ, შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი ამ თემაზე და დავიწყებას მიეცეს ეს „ინიციატივა“,  რომელიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის და ჩვენი ახალგაზრდობის განადგურებაზე არის გათვლილი. მეორე, აუცილებლად შესატანი არის კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ. ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას“,  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი