სექტემბრიდან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, იან კელი შეუდგება მოღვაწეობას. იგი სენატმა ელჩად უკვე დაამტკიცა. პეტრე მამრაძე, ამერიკის ახალი ელჩისა და რიჩარდ ნორლანდის შესახებ გაზეთ "რეზონანსს" ესაუბრა და ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მორიდებულ და მეოჯახე პიროვნებად დაახასიათა. მამრაძის თქმით, რიჩარდ ნორლანდს საქართველოში ჩამოყვანილი ჰყავდა დედა, რომელსაც თვითონ უვლიდა. "როდესაც ეს ქალბატონი ჩვენს ქვეყანაში გარდაიცვალა, ნორლანდმა მთელ ქართულ საზოგადოებას გადაუხადა მადლობა მისი მწუხარების გაზიარებისთვის", - ამბობს მამრაძე.
"ნორლანდს პირველად 1992-93 წლებში შევხვდი, როდესაც საქართვეოში ეუთოს მისიაში მუშაობდა. ელჩის რანგში ჩამოვიდა თუ არა, ყველაფერს აკეთებდა, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი ყოფილიყო. დღე და ღამეს ასწორებდა, ყველა რეგიონში ჩადიოდა. ზუგდიდშიც კი იყო იმ დაძაბულ სიტუაციაში - მაშინ ჩვენი პრესა მას ბიძინა ივანიშვილის მეგობრად მოიხსენიებდა. როცა სააკაშვილი და მისი თანამზრახველები უწყვეტ რეჟიმში ცილს სწამებდნენ ივანიშვილს და მას პუტინის ოლიგარქს და მე-5 კოლონას ეძახდნენ, ელჩი ნორლანდი თავის ქმედებებით ამ ცილისწამებას აქარწყლებდა. მან მართლაც დაიმსახურა ჩვენი საზოგადოების ნაწილის პატივისცემა. როგორც ადამიანი, იგი მორიდებული და მართლაც რომ ოჯახის კაცია. საქართველოში ჩამოყვანილი ჰყავდა დედა, რომელსაც თვითონ უვლიდა. როდესაც ეს ქალბატონი ჩვენს ქვეყანაში გარდაიცვალა, ნორლანდმა მთელ ქართულ საზოგადოებას გადაუხადა მადლობა მისი მწუხარების გაზიარებისთვის", - აცხადებს პეტრე მამრაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.