რომან კაკულია: „მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ამ თემას“
20-09-2018, 22:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რომან კაკულია აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა თემას ხორბლის გადაზიდვის ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებაც იდეაში სწორი იყო.

 

 

„ორი ასპექტი აქვს ამ გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ განვიხილავთ რამდენად სწორი იყო საავტომობილო გადაზიდვების შეცვალა სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებით, იდეაში სწორი გადაწყვეტილებაა იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ამ ქვეყანაში იყო. მითუმეტეს, თუ იმასაც გათვალისწინებით რომ ხორბალს რაოდენობრივის გარდა,ხარისხიც მაღალი უნდა ქონდეს და ამ ხარისხის გაკონტროლების საშუალებას იძლევა სწორედ დიდი პარტოების ერთიანად შემოწმება. მნიშვნელოვანია ასევე მოვახდინოთ ხორბლის მოწოდების დივერსიფიკაცია და ამ მხრივაც საავტომობილო გადაზიდვების შემთხვევაში გამოიკვეთა მხოლოდ რუსეთის ხორბალაძე დამოკიდებულების მზარდი ტენდენცია. ეს არგუმენტი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ საუბრობდა.რაც შეეხება ავტრანსპორტით გადაზიდვის აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზს- ტურიზმს. ტურიზმი მართლაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ არა ერთადერთი. ამ კუთხითაც სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გადაწყვეტილებას აქვს სხვა კონტექსტი და კიდევ მიზანშეწონილობა მოცემულ სიტუაციაში. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა სეგმენტებზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე ვინც იყო ჩართული ამ სეგმენტში . მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ამ თემას და გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გამოადგება როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის იმიჯს, თავად ამ გადაწყვეტილების ეკონომიკურ შინაარსის გათვალისწინებით. ცხადია, რეფორმის პროცესში მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა დინამიკით გვიწევს, რათა არ დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და შეძლონ ახალ სტანდარტებთან ადაპტაცია. ეს არის გონივრული ნაბიჯი, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს მომზადებული შეხვდნენ ცვლილებებს“, აცხადებს რომან კაკულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი