პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, აცხადებს, რომ ეს არის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია, პრეზიდენტობის კანდიდატი პატრიარქის პოზიციას დაეთანხმა, რომელმაც მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.
ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ზოგიერთმა მედიამ ის მონათლა კანაფის დედოფლად, რადგან მისი განცხადებები არასწორად გაიგეს.
„ეს არის ყველაზე რთული, აგრესიული და არაჯანსაღი კამპანია, თუნდაც, წაიკითხავდით, ალბათ, პატრიარქის გუშინდელ სიტყვებს, რომელიც ამ მიუღებელ სიტუაციას ეხმაურება. როდესაც ვთქვი, რომ მე საინფორმაციო კამპანიის სათავეში ჩავდგები, რომელიც არის საშინელი დაავადება, რომელიც უნდა იყოს მიტანილი სკოლიდან ბოლომდე ახალგაზრდებთან, რომ ამით ახალ პერსპექტივას კი არ შოულობენ, თავიანთ ცხოვრებაში ყველა პერსპექტივას კარგავენ, ამისი მიმტანი ვიქნები მე. ჩავდგები ამ საინფორმაციო კამპანიაში. ზოგიერთმა მედიამ და ზოგიერთებმა კი ცუდად არ გაიგეს, მაგრამ ამიტომ მომნათლეს კანაფის დედოფლად. მე ძალიან მიხარია, რომ ამ დროს, როდესაც მუშავდება ეს კანონმდებლობა, ის ნაწილი, რომელიც ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ჯერჯერობით გადადებულია“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.