სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა
21-09-2018, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირების მიუხედავად, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას.

 

 

"მოგესალმებით ყველას! იმედია კარგად გრძნობთ თავს დღეს. მსურს ბრიფინგი დავიწყო ინფორმაციით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ. დღეს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა. ათი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და აგრძელებს მისი რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მისი მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ადგილი აქვს ადამიანების მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სამართალდარღვევებს, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას. აშშ დგას საქართველოს გვერდით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, სადაც ამ ქვეყნის მონაწილეობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატოში ვიხილავთ. აშშ აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობას სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული მმართველობის გასაძლიერებლად", განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი