მამუკა ბახტაძე: აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა სტრატეგიული მიმართულება
21-09-2018, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე.

 

 

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

 


პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს რეგიონული როლი.

 


სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პრემიერ ბახტაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

 

 

 

მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ.

 


"ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მაიკლ პომპეოსთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა სტრატეგიული მიმართულება. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და უფრო მეტი ამერიკული კომპანიის ჩართულობას ჩვენს რეგიონში.

 


მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მაიკლ პომპეოს მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრისათვის!", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი