მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები განიხილეს
21-09-2018, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ვაშინგტონში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და ხაზი გაესვა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღინიშნა, რომ სწორედ ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა და პრემიერ-მინისტრმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს. კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ ფონდი პრემიერ-მინისტრის ხედვების განსახორციელებლად შესაბამისი ფისკალური სივრცის უზრუნველყოფის საკითხს შეისწავლის.

 

 

“ძალიან კარგი დისკუსია შედგა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე და მიმდინარე რეფორმებზე. დაწვრილებით ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში კაპიტალდაბანდების შექმნის პროექტზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღვუთქვი, რომ მთელი გულისყურით შევისწავლით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და განათლების სფეროში შესატყვისი ინვესტიციის ერთობლიობას, რათა ამ განზრახვისთვის გონივრული ფისკალური სივრცე იქნეს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი