ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა, კარლ გერშმანმა ისაუბრეს.
პრეიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება მიაპყრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით.
პრემიერ მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი კვლავ გააგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.