საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს ვეტოს აუცილებლად დაადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
"ამაზე არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია კანონპროექტის მიზანშეწონილობა პროფესიული კუთხით. შესაბამისად, ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ნაწილის განვითარებას რაიმე ფორმით აზიანებს, იქნება ვეტოდადებული", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.