ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები დასრულდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ამბროლაურის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებშიც მოპირკეთდა იატაკი, მოეწყო საშხაპეები და მაყურებელთა ტრიბუნები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლები, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.
„სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ასლან საგანელიძემ დასრულებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
სპორტული კომპლექსი მოიცავს საჭიდაო დარბაზს, გასახდელებს, საშხაპეებს და ადმინისტრაციულ ოთახებს. მშენებლობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორ ეტაპად განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 399 011 ლარი შეადგინა.
სპორტული დარბაზი ძირითადად საწვრთნელი ბაზის ფუნქციას შეასრულებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან თუ ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენებისთვის. შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის ტურნირების გამართვაც.
ახალი საწვრთნელი ბაზის დაარსება ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობის კიდევ უფრო განვითარებას და ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას", ნათქვამია ამბროლაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.