პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობაში კი, საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება. 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას“, აცხადებს ჩუგოშვილი და გადაწყვეტილების მიზეზებზეც საუბრობს.
„დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა, რეგლამენტი განხილული იყო 15 კომიტეტზე და 15-ვე კომიტეტზე ეს საკითხი დადგა. თითქმის არ დარჩენილა პარლამენტის წევრი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ ჰქონოდა. ძირითადი არგუმენტები და პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღების არის რამდენიმე. ერთი არის, რომ თითქმის შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. მეორე, არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. მესამე, როდესაც გვინდა პარლამენტის გაძლიერება და საზედამხედველო ფუნქციები, მთავრობა სხვა ქალაქში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ძალიან ართულებს საქმეს", განაცხადა პირველმა ვიცე სპიკერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.