„საქმე ისე მიდის, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება, მაგრამ პრობლემა ისაა, ზურაბიშვილი გავა თუ ვერა მეორე ტურში. თუ ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, შესაძლოა, იგი მეორე ტურში ვერ გავიდეს, თუ მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაიფიქრა მისი მხარდაჭერა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
„ზურაბიშვილის განცხადებები არა მარტო სასულიერო პირებში იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას, არამედ საზოგადოებაშიც, რაც მის რეიტინგზე ძალიან მოქმედებს. იგი, ფაქტობრივად, მძიმე და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა ზურაბიშვილის განცხადებების მიმართ, რაც არჩევნების შედეგებზე აისახება. საქმე ისე მიდის, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება, მაგრამ პრობლემა ისაა, ზურაბიშვილი გავა თუ ვერა მეორე ტურში. თუ ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, შესაძლოა, იგი მეორე ტურში ვერ გავიდეს, თუ მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაიფიქრა მისი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი არა მარტო ზურაბიშვილის რეიტინგზე, არამედ „ოცნების“ რეიტინგზეც მოქმედებს და მის მიმართ დამოკიდებულებას მკვეთრად ცვლის. მმართველ პარტიას თავის თავზეც საფიქრალი აქვს, როდესაც ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ამიტომაც მეორე ტურში გადასვლის პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს ზურაბიშვილს, თუკი მან ასე გააგრძელა, ყოველ მეორე სიტყვაზე პირველად ნათქვამს რადიკალურად რომ ცვლის“, აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და განაგრძობს:
„საერთოდაც, ასეთი კამპანია რომელიმე კანდიდატს ოდესმე წარემართა, არ მახსოვს. თუკი ზურაბიშვილი მეორე ტურში მაინც გავიდა, მისი გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება მოწინააღმდეგე. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან გამარჯვების შანსი შეიძლება ისევ ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში კი ვერ გაიმარჯვებს“, მიიჩნევს ძაბირაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.