ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს მადლობას უხდის
21-09-2018, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გიოტმიოლერთან შეხვედრა გამართა.


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს ურიერთობების დინამიკა, ბრიუსელის სამიტის შედეგები, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი განიხილეს.


„მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. გენერალური მდივნის მოადგილემ კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.


როუზ გიოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.


ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება", აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი