სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მან მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა, და ბრძანა, რომ „მძიმე დროს ვცხოვრობთ, მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს“.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. დიდუბის ტაძარი განსაკუთრებულია, უძველესი საუკუნეებიდან ადამიანები მოდიოდნენ აქ და ღებულობდნენ იმას, რასაც სთხოვდნენ. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როცა მაკურთხეს დიაკვნად, აქ გამომიშვა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ და აქ მივიღე მე მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს.
აქ არის სასწაულმოქმედი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ხალხი ძველად ფეხშიშველი მოდიოდა დიდუბის ტაძარში და ლოცულობდა და ღებულობდნენ, რასაც სთხოვდნენ. მძიმე დროს ვცხოვრობთ, მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. დალოცვილი და გახარებული იყავით. ხშირად მობრძანდით ამ წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს“, ბრძანა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.