„ჩვენ გადავეცით ეს მმართველობა (დროებითი საგამოძიებო კომისიის) საპარლამენტო ოპოზიციას მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რა რისკებს უკავშირდებოდა ეს ყველაფერი", განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომიას კითხვის - თუ რატომ ანდეს „ევროპულ საქართველოს“ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაში - საპასუხოდ.
„ჩვენი ამოცანა იყო რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით არ გაჩენილიყო შეკითხვები და მმართველი გუნდი არ ყოფილიყო უმრავლესობაში. ჩვენ გადავეცით ეს მმართველობა საპარლამენტო ოპოზიციას მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რა რისკებს უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. ძალიან კარგი რომ ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებდა პროცესს, ნახეს ამ ადამიანების დამოკიდებულება ხალხისადმი, როგორ ითხოვენ შემართებით ხალხის დასჯას მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე, როგორ არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, როგორ არ აინტერესებთ ზოგადად რომ საქმე ეხებოდა არასრულწლოვანთა საკითხებს და როგორ არ აღელვებთ საერთოდ საზოგადოების ემოციები და ის, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მსვლელობის პროცესს თვალს ადევნებდნენ არასრულწლოვნები, ის ბავშვები, რომლებიც ასევე იყვნენ იმ ადამიანების მეგობრები, ვინც დაიღუპნენ და ვინც მონაწილეობდნენ ამ საქმეში. მათ ამ ბავშვების ბედი არ აინტერესებთ“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.