ირმა ინაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა: გააგრძელეთ ეს კანკალი - თქვენი დაპატიმრების მოთხოვნით 280 ათასზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული
21-09-2018, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მორალურ პასუხისმგებლობას ამ დარბაზში „ქართული ოცნება" გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? - ამ შეკითხვით „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიმართა.

 

 

ინაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისია ჩააბარა „ევროპულ საქართველოს", რომელთა წევრებიც, მისივე თქმით, კონკრეტულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი და მხილებული პირები არიან.

 


„მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არაერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს თუ არა მას ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით რომ მიყურებს აქ, კარგად დამაკვირდით. ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე, ისე ხართ აკანკალებული და გააგრძელეთ ეს კანკალი იმიტომ, რომ 280 ათასზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენი საქმის აღძვრის და გამოძიების დაწყების და თქვენი დაპატიმრების მოთხოვნით. სულ ტყუილად იღიმებით. მე ბ-ნო გიგა, მაშინ დავამთავრებ გამოსვლას და საზეიმო ნოტაზე, თქვენ რომ წაბრძანდებით მატროსოვზე", განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი