სერგი კაპანაძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ გაითვალისწინოს საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები და „დასაჯოს დამნაშავეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს აფარებდნენ ხელს“
21-09-2018, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მოუწოდა ხელისუფლებას გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც კომისიამ დადო და „გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, დასაჯოს დამნაშავეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს აფარებდნენ ხელს“.

 


კაპანაძე ირწმუნება, რომ „კომისიამ ნათელი მოფინა ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობდა ამ მკვლელობებთან დაკავშირებით“.

 


„დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტს იძიებდა, მუშაობა დაასრულა. კომისიამ მიიიღო დასკვნა და რეკომენდაციები. კომისიამ ეს დასკვნა უკვე დაამტკიცა და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ ეს რეკომენდაციები შეასრულოს. მინდა გითხრათ, რომ კომისიამ ნათელი მოფინა ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობდა ამ მკვლელობებთან დაკავშირებით. ჩვენ დავადგინეთ, კონკრეტული ფიგურანტი, რომელთან დაკავშირებით თავის დროზე არაფერი არ გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ; ჩვენ დავადგინეთ მირზა სუბელიანის როლი ამ გამოძიების გაყალბებაში და არასწორი მიმართულებით წარმართვაში და რაც მთავარია, შსს-ს და პროკურატურის იმ ჩინოვნიკების, რომლებიც ხელს აფარებდნენ დანაშაულს, რომელთა გამოისობითაც მოხდა ამ გამოძიების გამრუდება.

 


„დღეს „ქართული ოცნება“ არის არჩევანის წინაშე. ან ის იქნება მარტო საზოგადოების და ყველას წინააღმდეგ - ამ დასკვნებს, ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და ამ საქმეს დატოვებს ბოლომდე მიუყვანელს, რაც მას არაერთხელ გაუკთებია ბოლო წლების განმავლობაში, ან მას აქვს მეორე არჩევანი - შსს-ს, პროკურატურას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებისას“ აქვს მეორე არჩევანი - აიღოს ეს რეკომენდაციები, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, დასაჯოს დამნაშავეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს აფარებდნენ ხელს“, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი