მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა: ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე ცუდია, ატყუებთ ოჯახს, რომელიც დაზარალდა, ატყუებთ ზაზა სარალიძესაც
21-09-2018, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენი ამ პათოსით გამოსვლების შემდეგ, ძალიან მაინტერესებს რა პოზიციას დააფიქსირებთ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიმუშავა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ და რა პოზიციას დააფიქსირებთ მასში ასახულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით", მიმართა უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართელოს" წევრებს პარლამენტში გამართულ სხდომაზე.

 


„იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევით, რადგან შეუძლებელია, ამ თქვენი სამსახიობო მონაცემების შემდეგ, რომელიც დღეს გამოამჟღავნეთ და ეს შეშურდებოდა ნებისმიერ რეჟისორს, ვერ ან არ დაეთანხმოთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მაგრამ პიარულად ეს წამგებიანი შეიძლება იყოს თქვენთვის - იმიტომ, რომ იძულებული იქნებით დაეთანხმოთ იმას, რაც ჩვენს რეკომენდაციებში წერია.

 


ორი მთავარი კითხვა იყო მართლაც, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა და ამაზე უნდა გაგვეცა პასუხები. პირველი კითხვა იყო: ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს და ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ ჩემთვის არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ კონკრეტულ პირზე ვთქვა, რომ შესაძლებელია ის ყოფილიყო. და მეორე კითხვა იყო, ხომ არ ჩაერია ვინმე უხეშად გამოძიებაში და ხომ არ ჰქონდა ადგილი მართლმსაჯულებაში ხელის შეშლას. რა აღშფოთებას იწვევს თქვენი ეს მსახიობური პათოსი. მე გეტყვით რატომ იწვევს ეს ცუდ რეაქციებს ჩვენგან - ორი დღეა პასუხი ვერ გაგაცემინეთ იმაზე, გავეცით თუ არა პასუხი სასიკვდილო ჭრილობასთან დაკავშირებით, კომისიის ფარგლებში საზოგადოებას. და პასუხი არის არა და ვერა. იმიტომ კი არა, რომ კომისიამ არ იმუშავა, იმუშავა ძალიან კარგად, მაგრამ ამაზე პასუხი არ არის.

 

 

როდესაც კითხვა ისმება, სერგი კაპანაძე იძულებული ხდება აარიდოს, მოუაროს რაღაცნაირად ამ კითხვას გვერდი და ვთქვათ, რომ იცით რა, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, რომ მკვლელობაში იქნეს მხილებული ეს ადამიანიო. კი ბატონო, კიდეც რომ დაგეთანხმოთ თქვენი რეკომენდაციის ფარგლებში, რომ მუშტის დარტყმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია განიხილოს ვიღაცამ როგორც მკვლელობაში მონაწილეობა, ეს გამორიცხავს, თქვენივე დაწერილი რეკომენდაცია ყველანაირი იურიდიული ლოგიკით გამორიცხავს მეორე მოცემულობას, რომ ამავე ადამიანმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. ეს არის ლაფსუსი, რასაც თქვენ უშვებთ და დასხდებით ხოლმე მერე,, დარწმუნებული ვარ და პიარს დაალაგებთ ასე: რომ ჩვენ თუ კონკრეტული პასუხი გავეცით, მაშინ აღმოვჩნდებით ცუდ მდგომარეობაში, რომ ჩვენი გაცემული რეკომენდაცია იქნება სისულელე. ან ერთი უნდა თქვათ, ან მეორე. ამას ვერ ახერხებთ ერთადერთი მიზეზის გამო - რადგან ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე ცუდია, ატყუებთ ოჯახს, რომელიც დაზარალდა, გამოვიდა ქუჩაში, მოითხოვა პასუხი და ატყუებთ ზაზა სარალიძესაც.

 

 

უთხარით ამ ადამიანს, რომ ან მუშტის დარტყმით არის თანამონაწილე, თანააღმსრულებელი თუ დამხმარე ან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვინმემ, ან ერთი და ან მეორე არ გამოდის და არის ტყუილი თავშივე ჩადებული. როცა ცალკეული პირების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ, რას ვითხოვთ ჩვენ? თუ არსებობს მტკიცებულება მოტივაციის შესახებ, რომ რომელიმე ადამიანმა რომელიმე საგამოძიებო ქმედება არ ჩაატარა იმის გამო, რომ მას ასე უნდოდა, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის, ეს არის გადაცდომა, სისხლის სამართლებრივია, ადმინისტრაციულია ეს დამატებით გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ასეთ რეკომენდაციებს გავცემთ ჩვენ.

 


თუ მტკიცებულება არ არის და არ გამოგივლენიათ, არათუ პირდაპირი, ირიბიც კი, მაშინ უნდა დაგვეთანხმოთ იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც გავცემთ, რომლითაც ვავალებთ შესაბამის უწყებებს დეტალურად მოახდინონ სამსახურებრივი შემოწმება და მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება.

 


საბოლოო ჯამში, ეს არის მიზანმიმართული საზოგადოებისთვის, მისი აღშფოთებისთვის გათვლილი პიარსვლები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გასცეთ მთავარ კითხვას პასუხი, რომ ეს ადამიანი, რომლის არანაირი სურვილი არავის გააჩნია, რომ დააჯეროთ ვინმეს, რომ ერთი ბავშვის გამო მთელი ხელისუფლება იკეთებს ხარაკირს, ეს ადამიანი თანამონაწილე იყო, თანააღმსრულებელი იყო, დამხმარე იყო იმის გამო, რომ მუშტს ურტყამდა თუ ამ ადამიანზე გაქვთ ეჭვი, რომ მან მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. თუ ეს ასეა, დაგვისახელეთ ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება და ლოგიკა, გამომძიებლის და პროკურორის მიმართ გამოთქმული, რომ ვინაიდან მან არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, ამით დააფარა ხელი ვინმეს - არ არის სწორი, არ არის სამართლიანი, ასე ვერ გავაგრძელებთ.

 

 

და ლოგიკა იმის შესახებ, რომ არსებობს ეჭვი, ოთარ კახიძემ თქვა, ცივ იარაღს შეიძლება ჰქონოდა მჭრელი პირიო, ეს არ არის დადგენილი, მაგრამ შეიძლებოდაზე მტკიცებულებები არ დგება", მიმართა მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს" წევრებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი