გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდს მიმართა: დღეს თუ სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში, იმას უნდა დაეფაროს ხელი და მარტო სხვები წავიდნენ ციხეში?
21-09-2018, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში გამართულ სხდომაზე მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი დასკვნის გამო, გააკრიტიკა. 

 

 

„აქედან რა დასკვნა გამოიტანეთ, ყველამ თქვენ და მთავრობამ, რომ იმ ცუდი, თქვენი ვერსიით, წარსულიდან გამოსავალი არის უკან დაბრუნება იმ დროში, როცა თუ მოხდება ასეთი ტრაგედია ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა, ვისაც ახლობელი ჰყავს თანამდებობის პირი, იმას ხელი უნდა დაფარდეს და ის არ უნდა დაისაჯოს? ეს არის დასკვნა? თქვენი აზრით, სწორი შეფასებით, ცუდი წარსულით, ამით ამართლებთ იმას, რომ დღეს თუ სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში იმას უნდა დაეფაროს ხელი და მარტო სხვები წავიდნენ ციხეში? ეს არის თქვენი წინგადადგმული ნაბიჯი და ეს არის თქვენი ხედვა? ეს პოლიტიკური კონკურენცია თუ სიძულვილი გვერდზე გადადოთ ერთი წამით, ან ცალკე ილაპარაკოთ ჩვენ მიმართ სიძულვილზე, ცალკე, გამოვყოთ ეს საკითხი და დავუბრუნდეთ ამ ამბავს, რაზეც იყო კომისია შექმნილი და რაზეც კომისიამ დადო დასკვნა", განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი