დიმიტრი ცქიტიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს უთხრა: ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია, რომლის პრეცედენტი პრაქტიკულად პირველია, არ შემდგარიყო
21-09-2018, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბატონო ოთარ, თქვენი გამოსვლა საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლა კი არ იყო, არამედ ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას „ევროპული საქართველოსა" და ამავე კომისიის წევრს, ოთარ კახიძეს.

 


მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის პრეცედენტი არ ყოფილიყო წარმატებული.

 

 

„ყველანირი პარტიული კონიუნქტურის მიუხედავად, მზად ვიყავი, ძალიან ბევრი საკითხი განმეხილა თქვენთან ერთად და სამართლიანობის მიხედვით შეგვედგინა ერთიანი დასკვნა.

 

 

სამწუხაროდ, ამის თეორიული შესაძლებლობაც არ დატოვეთ. პირდაპირ გამოიტანეთ დასკვნა, რომელიც გაჯერებული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხებით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია, რომლის პრეცედენტი პრაქტიკულად პირველია, არ შემდგარიყო, როგორც წარმატებული, სადაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაცაზე ერთიანობაში თანხმდებიან.

 

 

ის, რომ თქვენ თეა წულუკიანი, გიორგი გახარია და ირაკლი შოთაძე არ მოგწონთ, ამაში რა თქმა უნდა, გასაკვირი არაფერი არ არის, რომ მოგწონდეთ, ეს უფრო გასაკვირი იქნება, მაგრამ უზნეობის კიდევ უფრო დიდი დონე ის არის, დღეს რაც მოვისმინე. ბატონო ოთარ, თქვენი გამოსვლა საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლა კი არ იყო, არამედ ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა", განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი