გიორგი ქობულიამ DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
21-09-2018, 18:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში ვიზიტად იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში.

 

 

ღონისძიება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით გაიმართა, სადაც საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

 

 

აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან.

 

 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე განვიხილეთ, არის საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ვილაპარაკეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე, რომელშიც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გვეხმარება და დიდ დახმარებას გაგვიწევს მომავალშიც“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

 

„ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მოგვცეს ის შედეგები, რომელიც გვჭირდება - მან უნდა დააფინანსოს ის სფეროები, ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს მოგვცემენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე მოგვცემენ ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციის საშუალებას“, აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ შეხვედრა გამართა ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის საგზაო უსაფრთხოებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის საკითხები განიხილეს.

 

 

„ევროკომისარი მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ევროკომისიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ დიდი გზა გაიარეს და სასიხარულოა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, მათგან, ასე ვთქვათ, „გამზადებული პროდუქტი“ მივიღოთ სწრაფი შედეგების მისაღწევად ამ სფეროში“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ.

 

 

მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისართან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის საკითხები.

 

 

„ევროკავშირმა რკინიგზა აირჩია, როგორც სტრატეგიული ტრანსპორტის საშუალება, აწარმოებს მის გაფართოება/მოდერნიზაციას და ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავზარდოთ საქართველოს რკინიგზის ეფექტურობა და ტრასპორტის ეს მიმართულება კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენს ქვეყანაში“ განაცხადა ქობულიამ, როგორც ამას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი