დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩემი გვარი გამოყენებულია უკანონო გამოძალვისთვის, რასაც ვემიჯნები, აუცილებლად მივმართავ სასამართლოსა და პროკურატურას
21-09-2018, 19:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ  „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მისი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვისაა გამოყენებული.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიმართავს პროკურატურასა და სასამართლოს.

 

 

„გუშინ და დღეს  მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი.  აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ, როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას – თაღლითობის ნაწილში.

 

 

მე კატეგორიულად მოვითხოვ და ვთხოვ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საქმის და საკითხის გამოძიება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც.

 

 

მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე – ლევან ყიფიანთან მიმართებაში.

 

 

მე ჩემს გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით და ყველა ჩემი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდა. ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს და სხვათა შორის, დიდწილად სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს მიმართ წარმოებულ შავ პიარს.

 

 

ამ კონკრეტულ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფს“ აქვს მრავალმილიონიანი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, თუ ვინმე ამას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის ან პირადი სარგებლის მიღებისათვის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე“, ნათქვამია ქუმისშვილის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი