ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს და ჩხარტიშვილი-ივანიშვილი გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ივანიშვილმა წაგვართვა სიტყვები ოცნება, იმედი და ახლა ფოლკლორსაც გვართმევს.
„ეტყობა, ეს მრავალაქტიანი ტრაგედია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა ე.წ. იბერიის საქმე, სადაც ფიგურირებენ პარტაიგენოსე ჩხარტიშვილი, პარტაიგენოსე ყიფიანი, პარტაიგენოსე ივანიშვილი, ამას უკვე დამთავრება აღარ უწერია. ამაზრზენი ხალხია და იუმორის გრძნობაც არ აქვთ, რომ ეკითხებიან რითი იყავით დაკავებულიო, პასუხობენ ფოლკლორზე ვლაპარაკობდითო. მინდა, ყველა საქართველოს მოქალაქეს მივულოცო, იმიტომ, რომ დღეიდან კორუფციას აქვს ახალი სახელი, მას ჰქვია ფოლკლორი. ამიტომ, როდესაც ილაპარაკებთ ქართულ ხალხურ ცეკვაზე ან ხალხურ სიმღერაზე, რაღაც სხვა ტერმინი უნდა მოვიგონოთ, როგორც წაგვართვეს „ოცნება“ სიტყვა, როგორც წაგვართვეს სიტყვა იმედი, ისე წაგვართვეს სიტყვა ფოლკლორი. ვერ მოესწრებით მაგას, რომ საქართველოში თქვენი ამაზრზენი კორუფცია გახდეს ფოლკლორი, დაგამთავრებთ ძალიან მალე“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.