წყალტუბოს არტ-ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
22-09-2018, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს არტ-ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. საპატიო სტუმრებსა და ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მიმართა.

 

 

„არტ-ფესტივალი წყალტუბოსთვის უკვე მეექვსე წელია ტრადიციად იქცა. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს: ფონდს „Art As Foundation" და მის ხელმძღვანელს ქალბატონ დაგმარ რეიჰარტს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციას „წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირს". ურთიერთობის ამ წლების მანძილზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის კულტურული დაწესებულებები, ასევე, შემოქმედებითი ჯგუფები აქტიურად იყვნენ და არიან ჩართული ფესტივალის პროგრამაში, რაც ჩვენი ახალგაზრდებისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა, მიიღონ გამოცდილება. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, წყალტუბოში ვუმასპინძლოთ საპატიო სტუმრებსა და მაღალი დონის პროფესიონალ ხელოვანებს შვეიცარიიდან და გერმანიიდან. მე, როგორც რიგითი წყალტუბოელი, ვხედავ თუ როგორ იზრდება ფესტივალი წლიდან წლამდე და ასევე, თვალსაჩინოა ის შედეგი, რომელსაც წყალტუბოელი ახალგაზრდების შემოქმედებითი წარმატების სახით ვხედავ", განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

საზეიმო ღონისძიებას საპატიო სტუმრების რანგში ფონდის „Art As Foundation" ხელმძღანელი დაგმარ რეიჰარტი, უცხოეთში მოღვაწე მუსიკოსი პროფესორი გიორგი ქობულაშვილი და კომპოზიტორი კახა ცაბაძე ესწრებოდნენ. კონცერტში მონაწილეობა წყალტუბოში მოღვაწე შემოქმედებითმა ჯგუფებმა, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შვეიცარიიდან და გერმანიიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა ვორქშოპები ხელოვნების სხვადასხვა დარგში, სადაც უცხოელმა სპეციალისტებმა მასპინძლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. არტ-ფესტივალი წყალტუბოში უკვე მეექსვე წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის" ორგანიზებითა და შვეიცარული ფონდის „Art As Foundation" მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი