გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რეგლამენტში შესულ ცვლილებასა და პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისის მითითებას ეხმაურება. ვაშაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მხარდამჭერებთან ერთად, ბრიფინგი გამართა.
„ეს შენობა გახდება „ქართული ოცნების" კიდევ ერთი ტყუილის, სიცრუის და ქუთაისისადმი ზიზღის გამოხატვის სიმბოლო. ჯერ კონსტიტუციიდან ამოიღეს ის დებულება, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ადგილი არის ქუთაისი, ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, რომლითაც პარლამენტი გადადის თბილისში, რაც საცობების და ხალხის გაღიზიანების გარდა, არაფერს არ გამოიწვევს.
ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური, პოლიტიკური როლი, რომელიც მას კი არ უნდა მივაკუთვნოთ, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. თქვენ გგონიათ, რეგლამენტში შეტანით თქვენ პარლამენტს ქუთაისიდან გადაიტანთ? ვერ გადაიტანთ იმიტომ, რომ თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.