ირაკლი კობახიძე გრიგოლ ვაშაძის შესახებ საუბრობს: ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს იმ სპეკულაციებით, რომელსაც ის ეწევა ამ ორი დღის განმავლობაში“
22-09-2018, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი - მეორე ქალაქში“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

 

 

ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მმართველმა გუნდმა პარლამენტის თბილისში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. 

 

 

„იყო დისკუსია გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და ეს გახდა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიზეზი. არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის, ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება ერთ შენობაში მისი არსებობა, პარლამენტის სასახლე არ არის მარტო სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის მისი ერთ-ერთი სიმბოლო და შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში. ჩვენ გვქონდა თავიდანვე ამაზე საუბარი. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ, ვადებზე და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შევჯერდით იმაზე, რომ პარლამენტი გადმოვა უკვე 1 იანვრიდან თბილისში. არის არაერთი არგუმენტი, მათ შორის, ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი - მეორე ქალაქში. არის არაერთი არგუმენტი, რომელიც მთლიანობაში მეტყველებს იმაზე, რომ ჯობია, იყოს პარლამენტი დედაქალაქში. იყო ვადებზე საუბარი და საბოლოოდ, ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისის სასახლეს, მისი თქმით, შესაძლოა შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდეს.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მან უზრუნველყოს ამ შენობისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება - საუბარია იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გადატანაზე და ასევე, ერთგვარი რეგიონული ჰაბი შეიძლება გახდეს ეს შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციისთვის არის განკუთვნილი ეს შენობა და შესაძლებელია სათანადოდ მისი დატვირთვა“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, დაიზოგება 2.5 მილიონი ლარი, რაც ორი შენობის შენახვას ზედმეტად სჭირდებოდა.

 

„დაიზოგება ყველა ის ხარჯი, რომელიც იყო ზედმეტი - გამომდინარე ორი შენობის არსებობიდან, ეს იყო, დაახლოებით, ორნახევარი მილიონი, რაც ზედმეტად სჭირდებოდა ორი შენობის შენახვას. რაც შეეხება ამ ხარჯის გაწევას, თუ ფუნქციურად სწორად დაიტვირთება ის შენობა, აქ საუბარია იმაზე, რომ ზედმეტი ხარჯი არ უნდა იყოს გაწეული.

 

 

მთავარია, შენობა იყოს სწორად დატვირთული და ამ სწორად დატვირთვას მოხმარდეს ის თანხები, რომელიც გამოიყოფა ამ შენობის შესანახად“,  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

 

 

„გრიგოლ ვაშაძე ჩვენმა მეგობარმა ჭიღვარიამ ქუთაისის მერის არჩევნებში დაამარცხა ძალიან მძიმედ და ეს არის ყველა მის შეკითხვაზე პასუხი. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს იმ სპეკულაციებით, რომელსაც ის ეწევა ამ ორი დღის განმავლობაში“, აღნიშნა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი