ირაკლი კობახიძე: ვიცი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები - ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება
22-09-2018, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვიცი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

 

 

„ძალიან ბევრი გვარი გაჟღერდა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ სადაც კითხვა არსებობს, იმ კითხვებზე ჩავეძიოთ ყველას და გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი. ეს არის ჩვენი ამოცანა.

 

 

კორუფციას ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. ამაში აუცილებლად საჭიროა ჩაძიება და საჭიროა კითხვებზე პასუხების გაცემა“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძე საქმესთან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირს გამორიცხავს.

 

 

„ამას პირდაპირ ვიტყვი - გამოვრიცხავ. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის მართვის პრინციპები. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ეს არის მისი პრინციპების დამსახურება. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, აქ არის ეს საქმე ჩასაძიებელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ, პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, ამ საქმით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი