წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია მოკვლევა, დასკვნის შედეგები კი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც GUARDIAN.GE-ს წყალტუბოს მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამედიცინო დაწესებულებას სულ 26-მა ბავშვმა მიმართა, სტაციონარში მკურნალობას კი, 11 მათგანი განაგრძობს.
ქუთაისის ზ. ცკახაიას სახელობის ინტერვენციულ მედიცინის ცენტრსა და კლინიკა „მედიქალ სითიში“ განთავსებული ბავშვები იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მოინახულეს.
„ეს არის ტიპიური ნაწლავური ინფექცია, საქმე გვაქვს „შიგელოსთან“. რაც შეეხება რაოდენობას, ჰოსიპიტალიზირებული სულ იყო, ბოლო დღეების მაძილზე, 26 ბავშვი, დღეს უკვე გაციებით ნაკლებია. გარდა ამისა მიმდინარეობს საკარდაკარო ჩამოვლა. რაც შეეხება მიზეზებს, ჯერ-ჯერობით ადრეა ლაპარაკი, მიმდინარეობს კვლევა, აქ არიან სურსათის ერვოვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი იკვლევენ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც იყო მიწოდებული ამ საბავშვო ბაღებში“, განაცხადა პაატა იმნაძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდნენ, სადაც დაფიქსირდა ბავშვების მოწამვლის ფაქტი. შესაბამისმა სამსახურებმა უკვე აიღეს სინჯები და მიმდინარეობს შესწავლა.
„ჩვენ ფაქტის დაფიქსირებისთანავე მოვახდინეთ რეაგირება, ჩაერთვნენ შესაბამისი სამსახურები და უკვე 2-3 დღეში გვექნება კვლევის შედეგები. ბავშვების მდგომარეობა, როგორც სტაციონარში, ასევე, ბინაზე დამაკმაყოფილებელია. სწავლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 22-ვე ბაღში მას შემდეგ განახლდება, რაც ყველა საჭირო კვლევა დასრულდება“, გრიგოლ იოსელიანმა.
საბავშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში, პრევენციის მიზნით, დროებით შეჩერებულია სწავლა. პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება დასკვნის შედეგების შემდეგ იქნება მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.