„არ ჩაგატარებინებთ შეხვედრას, ვიყვირებთ ბოლო ხმაზე“ - ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილს პროტესტით შეხვდნენ
22-09-2018, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქ-ნო სალომე, გიორგი ანწუხელიძის სახელით, არ ჩაგატარებინებთ შეხვედრას, ვიყვირებთ ბოლო ხმაზე, რომ შეხვედრა არ ჩაგატარებინოთ", აღნიშნული განცხადება ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით ერთ-ერთმა ადგილობრივმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, მთავარი შეკითხვა სალომე ზურაბიშვილის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთბულ განცხადებებს ეხება.

 

 

„სალომე ზურაბიშვილს ამ დარბაზში შემოიყვანენ არა წინა კარიდან, არამედ ნანგრევებიდან, იმ ნანგრევებიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ დანგრეულ სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებულია", განაცხადა ჟურნალისტებთან ადგილობრივმა.

 

 

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ კი, განაცხადა, რომ არეულობის მოწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანია.

 

 

„მოვედი და ვხედავ იმას, რომ რაღაც მცდელობა არის, შევქნათ გარკვეული ისტერია. არანაირი ისტერია აქ საჭირო არ არის, ვისაც უნდა კითხვის დასმა, მიეცემა კითხვის დასმის შესაძლებლობა", განაცხადა მერაბ ქვირაიამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი