„ნაცმოძრაობის" პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით“, განუცხადა ჟურნაისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, წინასაარჩევნო პროცესების ხელშეშლა იმ ფორმებით, როგორსაც ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი და დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა, სამართალდარღვევაა და რა თქმა უნდა, ამ ჩანაწერს მივაწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სცადა ამ შეხვედრაზე რაღაც ხმაური შეეტანა, მაგრამ მან საბოლოოდ მიიღო პასუხი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მისი პრეზიდენტიც. ეს იყო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატის და დარწმუნებული ვარ მომავალში პრეზიდენტის განცხადება", განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.