ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა. ახლაც არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის ეკლესია და სამღვდელოება, ყოველთვის ეცდება თავისი შვილები დაიცვას შეცდომებისგან.
მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი მათგანი, რომელიც ჩაწერა რუსთავი2-მა და ტვ პირველმა, როგორც ანონსებიდან ვიხილე, დღეს გავა ეთერში.
ინტერვიუს სულისკვეთება სრულად არის აცდენილი დაანონსებული გადაცემისაგან.
თემების მგძნობიარობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან. ამის გამო, გთავაზობთ ინტერვიუების სრულ ვერსიებს, როგორც რუსთავი 2-თან, ასევე ტვ პირველთან.
დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ეხლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას", წერს მეუფე იაკობი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.