იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და კლინიკა „მედიქალ სითიში“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები მოინახულეს. ამ ეტაპზე თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში 26 ბავშვი მუცლის ტკივილით, ღებინებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ამჟამად კი სტაციონალურ მკურნალობას 11 ბავშვი გადის.
აღნიშნულ ბაღებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს გამოძიება რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოკსიკაცია. რამდენიმე სკოლამდელ დაწესებულებაში დღეს მხარის რწმუნებულიც მივიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამომწვევი მიზეზების დადგენამდე პრევენციის მიზნით წყალტუბოს ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდეს. სწავლა წყალტუბოს 22 ბაღში გამოძიების დასრულების შემდეგ აღდგება.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.