არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი მაღლა დადგება ყოველი პარტიის დღის წესრიგზე და შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას
22-09-2018, 22:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილი მაღლა დადგება ყოველი პარტიის დღის წესრიგზე და შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ჩამოაყალიბა ხედვა, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საქართველოს მომავალ განვითარებაში.

 


„სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ყველა ის ხედვა, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საქართველოს მომავალ განვითარებაში. ის თავის სათქმელს საქართველოს ყველა კუთხეში თავად ეტყვის საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, რომ ხელისუფლების საგარეო კურსი მტკიცე და უცვლელია. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი, განვითარების გზით იქნება. ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა და თანხვედრაშია საერთაშორისო მოსაზრებასთან. რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით", განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი