მამუკა ბახტაძე: როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა ასეთი ტიპის გაყალბებას, თვალში ნაცრის შეყრას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ
22-09-2018, 23:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მის ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ოპონენტი აგრძელებს უკანონო ნაბიჯების გადადგმას, ეს შეეხება გაყალბებას, სიცრუის ტირაჟირებას".

 

 

„ხელისუფლებაში როცა იყვნენ, ამას აკეთებდნენ; ახლა ოპოზიციაში არიან, დღესაც იგივე ნაბიჯებს დგამენ. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი შეფასება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ადეკვატურ შეფასებას გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკურად ეს არის ღიმილისმომგვრელი.

 

 

„ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში ჩატარდება არჩევნები თავისუფალ გარემოში, დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, მაგრამ როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა ასეთი ტიპის გაყალბებას, თვალში ნაცრის შეყრას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ქართული საზოგადოებისთვის ეს სიურპრიზი არ იყო, ვინაიდან ამ ძალას ახასიათებს ასეთი უპასუხისმგებლო და მსგავსი ტიპის კანონდარღვევები.

 

 

ვფიქრობ, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გააკეთებენ კანონის შესაბამისად“, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი